Accessibility links

logo-print

პარლამენტი სახალხო დამცველს მოუსმენს


დღეს პარლამენტი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მოუსმენს. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე, რომელიც პარლამენტს მარტის ბოლოს წარედგინა, რიგგარეშე სხდომის ფორმატში სესიაზე იმსჯელებენ. სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს - პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ხასიათის ქმედებას. მასში ასახულია სოფელ მერეთში, კარალეთში, ბეშუმსა და დიდგორში მომხდარი ინციდენტები. ანგარიშში ასევე მოხვდა ოპოზიციურად განწყობილი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტები. დოკუმენტში დაფიქსირებულია პოლიციელთა მიერ პირთა დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები; საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვების, სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. სახალხო დამცველის ანგარიშის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გარემოებები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარია სისტემურ დანაშაულებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
XS
SM
MD
LG