Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში ფასტ-ფუდის თანამშრომლები გაიფიცნენ


ნიუ-იორკში ფასტ-ფუდების ასობით თანამშრომელია გაფიცული. ისინი საათობრივი ანაზღაურების 15 დოლარამდე გაზრდას მოითხოვენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ ამჟამად მათ საათში 7,5 დოლარს უხდიან, რაც ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად არასაკმარისია. მსგავსი აქციების გამართვა იგეგმება ჩიკაგოში, კანზას-სიტიში, სენტ-ლუისში, დეტროიტსა და სხვა ქალაქებში. ფასტ-ფუდის მფლობელები, რომელთა ბიზნესი 200 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, მინიმალური ანაზღაურების 15 დოლარამდე გაზრდას ეწინააღმდეგებიან. მათ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ანაზღაურების გაორმაგება ფასტ-ფუდების თანამშრომელთა შემცირებას გამოიწვევს. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სთავაზობდა ბიზნესმენებს გაეზარდათ მინიმალური ანაზღაურება, რათა დაბალანაზღაურებად ფენას სიღარიბის დაძლევა მოეხერხებინა.
XS
SM
MD
LG