Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში 15 ადამიანი ემსხვერპლა მოვაჭრეების დაპირისპირებას


სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა ქალაქ კაიროში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გარე მოვაჭრეები და ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი. თვითმხილველთა განცხადებით, კოსმეტიკის მაღაზიის მფლობელსა და მისი მაღაზიის წინ პიროტექტნიკით მოვაჭრე ადამიანებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა; ხოლო, როდესაც გარე მოვაჭრეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს, მაღაზიის მფლობელმა მათ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და ორი ადამიანი მოკლა. გარე მოვაჭრეებმა ამის საპასუხოდ, მაღაზიას პიროტექნიკა დაუშინეს, რის გამოც შენობას ცეცხლი წაეკიდა. მეხანძრეების განცხადებით, გარდაცვლილთა უმეტესობა მაღაზიის შიგნით გაზის გამონაბოლქვით მოიწამლა.
XS
SM
MD
LG