Accessibility links

logo-print

სირიაში იტალიელი იეზუიტი მღვდელი გაიტაცეს


სირიის ოპოზიციის განცხადებით, სირიაში იტალიელი იეზუიტი მღვდელი პაოლო დალიოლიო გაიტაცეს, რომელიც ამ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ოპოზიციის ინფორმაციით, მღვდელი ალ ყაიდასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ რაკაში გაიტაცა. მღვდელი ცნობილია იმით, რომ ის ოპოზიციურად არის განწყობილი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მიმართ, რის გამოც ის ქვეყნიდან გასულ წელს გააძევეს კიდეც. რამდენიმე ხნის წინ დალიოლიომ რომის პაპს ფრანცისკესაც მისწერა ღია წერილი, რათა სირიაში შექმნილ ვითარებაზე გავლენა მოეხდინა.
XS
SM
MD
LG