Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს


პაკისტანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს - 73 წლის მამნუნ ჰუსაინი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ასიფ ალი ზარდარის შეცვლის. პაკისტანში პრეზიდენტს პარლამენტისა და რეგიონული საკრებულოების წევრები ირჩევენ. კენჭისყრის არაოფიციალური შედეგებით, მამნუნ ჰუსეინს ეროვნულ ასამბლეაში მიემხრო 277 კანონმდებელი, სინდის საკრებულოში - 64, ბელუჯისტანის საკრებულოში - 55 ადამიანი. მამნუნ ჰუსაინი პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის პარტია „პაკისტანის მუსლიმთა ლიგის“ მიერ წამოყენებული კანდიდატურა იყო. მის ერთადერთ კონკურენტს, ვაჯიჰუდინ აჰმედს (პარტია „მოძრაობა სამართლიანობისათვის“ კანდიდატი) სულ 73 ხმა ერგო.
XS
SM
MD
LG