Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ასობით ადამიანი დააკავეს ბაზრებში მოწყობილი რეიდებისას


მოსკოვში პოლიციამ ასობით ადამიანი, უმეტესწილად მიგრანტები დააკავა სამ ბაზარში მოწყობილი რეიდებისას. ოპერაცია მოჰყვა ინციდენტს, რომლის დროსაც პოლიციელი დაჭრეს. ოფიციალური ინფორმაციით, სამშაბათს დილით რეიდების მსვლელობაში 470-მდე ადამიანი იქნა დაკავებული. შაბათს მოსკოვში, მატვეევსკის ბაზარში ოცამდე ადამიანი დაუპირისპირდა პოლიციელებს, როცა ისინი 15 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ პირს აკავებდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. საპასუხოდ, პოლიციამ ბაზრებში მასშტაბური შემოწმების ჩატარება დაიწყო. დაკავებული არიან როგორც გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი, ისე პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები. მოსკოვის ბაზრებში მომუშავეებს შორის ბევრია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული მიგრანტი და ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი.
XS
SM
MD
LG