Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოეწყო თავდასხმა ციხიდან პატიმრების გასათავისუფლებლად


პაკისტანში ექსტრემისტებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყეს ქალაქ დელა ისმაილ ხანის ციხეზე და, ცნობების თანახმად, 250-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის ცნობით, ჯერ რამდენიმე აფეთქება მოეწყო, რის შემდეგაც ექსტრემისტებმა რაკეტების და ავტომატური იარაღის გამოყენებით წუხელ იერიში მიიტანეს საპატიმროზე. შენობის კედლები, ცნობების თანახმად, ბომბებით გაანგრიეს. ოფიციალური პირის ცნობით, გაქცეულ პატიმრებს შორის „სახიფათო ტერორისტებიც“ არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა იკისრა. დერა ისმაილ ხანი, სადაც ინციდენტი მოხდა, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს - რეგიონში, რომელიც ცნობილია თალიბანის და ექსტრემისტული ჯგუფების აქტიურობით.
XS
SM
MD
LG