Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი. ის აღიარებს ე. წ. „ქურდულ სამყაროს“, მონაწილეობდა ე. წ. „ქურდულ გარჩევებში“ და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით ე. წ. ,,ობშიაკისთვის“ გარკვეულ თანხებს ითხოვდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 ივლისს დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG