Accessibility links

logo-print

იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს გულშემატკივრობს


საქრთველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვისაც ობიექტურობის გრძნობა ოდნავ მაინც აქვს, აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილი წმინდა პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული. მიხეილ სააკაშვილმა იაროსლავ კაჩინსკის მადლობა გადაუხადა ვანო მერაბიშვილის მონახულების გამო. პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 30 ივლისს მოინახულა. პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოხატა საკანში შექმნილი პირობების გამო და აღნიშნა, რომ საჭიროა მეგობრების დახმარება. იაროსლავ კაჩინსკიმ, რომლის თქმითაც, დემოკრატია საფრთხეშია საქართველოში, მატროსოვის ციხეში შესვლამდე, შეხვედრა გამართა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG