Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ისრაელისა და პალესტინელთა მოლაპარაკების მიზანია, ცხრა თვეში მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლები მზად არიან ძალისხმევისათვის ცხრა თვეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. კერიმ დღეს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკების ორშაბათს დაწყებული რაუნდი პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და მხარეები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ კონფლიქტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. „მხარეები დღეს აქ შეთანხმდნენ, რომ დღის წესრიგში იქნება საბოლოო სტატუსთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყველა მთავარი საკითხი და ყველა დანარჩენი საკითხი. და ისინი დღის წესრიგშია ერთი უბრალო მიზეზით - კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის გამონახვის, პრეტენზიებისათვის ბოლოს მოღების მიზნით“ - უთხრა მედიის წარმომადგენლებს ჯონ კერიმ. მას გვერდით ედგნენ ისრაელის და პალესტინელების დელეგაციათა ხელმძღვანელები, ციპი ლივნი და საებ ერეკატი. კერიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება. სამშაბათს ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაც შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG