Accessibility links

logo-print

აშშ-ში რამდენიმე მუხლით დამნაშავედ სცნეს „ვიკილიკსისათვის“ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი


შეერთებულ შტატებში სასამართლომ რამდენიმე მუხლით დამნაშავედ სცნო რიგითი ბრედლი მენინგი, რომელიც ბრალდებულია ინტერნეტ-პორტალ „ვიკილიკსისთვის“ საიდუმლო მასალის მიწოდებაში. ამასთან, მენინგი უდანაშაულოდ სცნეს მტრისთვის დახმარების გაწევაში, რაც მისთვის წაყენებული ყველაზე მძიმე ბრალდება იყო. ოთხშაბათს გახდება ცნობილი, რა განაჩენს გამოუტანენ 25 წლის მენინგს, რომელმაც ერაყში დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობისას მიაწოდა საიდუმლო მასალა „ვიკილიკსს“. მენინგისათვის წაყენებულ ბრალდებებს შორის ჯაშუშობაც არის.
XS
SM
MD
LG