Accessibility links

logo-print

თენგიზ გუნავამ ციხე დატოვა


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ ციხე დატოვა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თბილისში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გუნავას რამდენიმე საათი ელოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ისინი თენგიზ გუნავას დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე სამშაბათს გამოქვეყნდა გუნავას შეწყალების შესახებ განკარგულება, რომლითაც მას ნასამართლეობაც ეხსნება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივნისში ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თენგიზ გუნავას, რომელიც დამნაშავედ ცნეს ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.
XS
SM
MD
LG