Accessibility links

logo-print

პანამელმა გამომძიებლებმა ჩრდილოეთი კორეის გემზე "მიგ-21"-ის ძრავები აღმოაჩინეს


პანამელმა გამომძიებლებმა კუბიდან მიმავალ ჩრდილოეთი კორეის გემზე სამხედრო თვითმფრინავ „მიგ-21“-ის 12 ძრავა აღმოაჩინეს. პანამაში დაკავებული გემის გემბანზე აგრეთვე აღმოჩენილია რადარებისა და რაკეტების მართვის ცენტრი. პანამის ანტინარკოტიკული საქმეების პროკურორმა ხავიერ კარაბალომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის გემის ჩხრეკა ჯერ არ დასრულებულა. კუბამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში შაქარს გზავნიდა. თუმცა, გემზე იარაღის აღმოჩენის შემდეგ აღიარა, რომ იქ იყო იარაღის სათადარიგო ნაწილები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას სარემონტო სამუშაოებისთვის სჭირდება. პანამის მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა გამოიძიოს ჩრდილოეთი კორეის გემის საქმე ამ ქვეყნის მიმართ დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევის კუთხით.
XS
SM
MD
LG