Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს პაკისტანში ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს პაკისტანში ჩავა. ეს იქნება კერის პირველი ვიზიტი პაკისტანში მას შემდეგ, რაც იქ მაისის არჩევნების შემდეგ იქ ახალი მთავრობა მოვიდა. ჯონ კერი გეგმავს შეხვედრას ახალ-არჩეულ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან, მთავრობის სხვა წევრებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან. სავარაუდოდ, მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება პაკისტანსა და აშშ-ს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით - ავღანეთთან მიმართებით. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ისლამაბადს დადებითი როლის შესრულება შეუძლია თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის შეწყვეტილი შერიგების პროცესის განახლებაში.
XS
SM
MD
LG