Accessibility links

„ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“


„ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც 30 ივლისს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გამართა ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა. აქციის მიზეზად იქცა ტელეკომპანია „იმედის“ რამდენიმე დღის წინანდელი სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპერტიზის ბიურო გასცემს „ქალიშვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს“. როგორც ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ქალის ღირსებისა თუ პატიოსნების განმსაზღვრელად, რადგან ის თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას - იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. აქტივისტების თქმით, საგანგაშოა ისიც, რომ ამ ტრადიციას ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქალიშვილობის დადგენის სამსახურს სთავაზობს ყველა მსურველს, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და გაცხადებულ გენდერულ პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG