Accessibility links

გაერო: ავღანეთში იზრდება მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის


2013 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სამოქალაქო პირების რიცხვი, რომლებიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციების ან ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ან დაიჭრნენ - ვკითხულობთ გაეროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ექსპერტების მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავღანეთში 1,300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2,500-მდე დაიჭრა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ეს 23 პროცენტით აჭარბებს შარშან იგივე პერიოდის მონაცემებს. ავღანელების უმრავლესობა ექსტრემისტების თავდასხმებს ემსხვერპლა. ამასთან, ადამიანების დაღუპვის კიდევ ერთი ხშირი მიზეზია შეტაკებები ექსტრემისტებს და სამთავრობო ჯარებს შორის. გასული თვის შემდეგ ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ძირითადად ადგილობრივ არმიას და პოლიციას ეკისრება. მომავალი წლის ბოლოსთვის ავღანეთი უნდა დატოვოს ნატოს ჯარების უმრავლესობამ.
XS
SM
MD
LG