Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი ირანისთვის ახალი მკაცრი სანქციების დაწესებაზე მსჯელობს


ამერიკელი კანონმდებლები განიხილავენ ირანისთვის დასაწესებელი ახალი სანქციების კანონპროექტს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისლამური რესპუბლიკის ნავთობის ექსპორტს. წარმომადგენელთა პალატა მსჯელობს კანონპროექტზე, რომლის მიზანი იქნება ირანის ნავთობის ექსპორტის შემცირება დღეში 1 მილიონი ბარელით ერთი წლის განმავლობაში. კენჭისყრა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაიმართება, თუმცა შეიძლება გადაიდოს. როგორც ვარაუდობენ, კანონპროექტს ადვილად დაამტკიცებს წარმომადგენელთა პალატა, შემდეგ კი მის შესახებ სენატი იმსჯელებს. თუ დამტკიცდება, ეს კანონპროექტი ირანს ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს, რაც კი ამ დრომდე ამოქმედებულა ამ ქვეყნის კამათის საგნად ქცეული ბირთვული პროგრამის გარშემო. კანონპროექტმა შესაძლოა ჩინეთის და ინდოეთის გულისწყრომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ქვეყნები ირანის ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან. ამასთან, სანქციების ამოქმედებას შეიძლება ნავთობის გლობალური ფასების ზრდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG