Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ციხიდან პატიმრების გაქცევის გამო სამართალდამცავები დაითხოვეს


პაკისტანში სამსახურიდან გაანთავისუფლეს სამართალდამცავი სტრუქტურების 27 მუშაკი მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ექსტრემისტებმა შესძლეს მკაცრად დაცულ ციხეში შეღწევა და 250-მდე პატიმრის განთავისუფლება. ქალაქ დერა ისმაილ ხანში განთავსებულ ციხეზე ექსტრემისტების თავდასხმა ორშაბათს ღამით მოხდა და სამშაბათის დილამდე გაგრძელდა. თავდასხმას ემსხვერპლა 14 ადამიანი, მათ შორის 6 პოლიციელი. ინციდენტის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება. ამ მკაცრად დაცულ ციხეში 5,000-მდე პატიმარია მოთავსებული. არის ეჭვი, რომ თავდამსხმელებს იერიშის განხორციელებაში ციხის შიგნიდან დაეხმარნენ. ქალაქ დერა ისმაილ ხანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG