Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში არჩევნები იმართება


ზიმბაბვეში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ვეტერანი მოქმედი ლიდერი, რობერტ მუგაბე პრეზიდენტის პოსტისთვის უპირისპირდება პრემიერ-მინისტრ მორგან ცვანგირაის. დღევანდელი არჩევნები წარმოადგენს მესამე შემთხვევას, როცა ეს ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის პოსტისთვის უპირისპირდება ერთმანეთს. 89 წლის მუგაბე აცხადებს, რომ დამარცხების შემთხვევაში გადადგება - თუმცა, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არსებობს შიში, რომ მუგაბე და მისი პარტია არჩევნებს გააყალბებენ. მუგაბე ზიმბაბვეს ლიდერი ამ ქვეყნის ბრიტანეთის მმართველობისგან განთავისუფლების შემდეგ, 1980 წლიდანაა. საარჩევნო უბნები თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიხურება.
XS
SM
MD
LG