Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი ალპინისტები გადაარჩინეს


31 ივლისს, მწვერვალ შხარაზე წარმატებით ჩატარდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია პოლონელი ალპინისტების გადასარჩენად. პოლონეთის ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მწვერვალზე ასვლა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. 3 950 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც სხვების გადაადგილება შეფერხდა და შეუძლებელი გახდა გზის გაგრძელება. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში ფერხდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, მაშველებმა ექსპედიციის ოთხივე წევრს მიაგნეს და ისინი მესტიაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჰოსპიტალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. საძიებო-სამაშველო ოპერაცია განახორციელეს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა და მესტიის მუნიციპალურმა სახანძრო და სამაშველო სამსახურმა.
XS
SM
MD
LG