Accessibility links

”საქსტატმა” ეკონომიკის მდგომარეობა შეაჯამა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 0,8 პროცენტით შემცირდა, მაისში გამოვლენილი 0.2%-იანი ზრდის შემდეგ. ამავე წყაროს ცნობით, 2013 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა. ხოლო 2013 წლის მეორე კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 1,3 პროცენტით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG