Accessibility links

logo-print

დევნილი ყაზახი ბიზნესმენი საფრანგეთში დააკავეს


მუხტარ აბლიაზოვი, დევნილობაში მყოფი ყაზახი ბანკირი პოლიციამ სამხრეთ საფრანგეთში დააპატიმრა. აბლიაზოვის ადვოკატის ინფორმაციით, მისი კლიენტი საპყრობილეში საფრანგეთის სპეცდანიშნულების ნაწილის „მძიმედ შეიარაღებული ბადრაგმა“ გადაიყვანა. ადვოკატის თქმით, არსებობდა აბლიაზოვის ექსტრადიციის მოთხოვნა რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა უცნობია, თუ რომელი ამ ქვეყანის ექსტრადიციის საფუძველზე მოხდა დევნილი ბანკირის დაპატიმრება. აბლიაზოვმა, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკირი და გავლენიანი ოპოზიციური ფიგურაა, ყაზახეთი 2009 წელს დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი 2011 წელს ბრიტანეთში მიიღო. ყაზახეთში მის წინააღმდეგ აღძრული იყო საქმე სახელმწიფო ხარჯების მითვისების გამო. მუხტარ აბლიაზოვის ცოლი და ექვსი წლის გოგო მაისში იტალიიდან იქნენ ექსტრადირებულნი ყაზახეთში, მიუხეადავად იმისა, რომ იტალიაში ცხოვრების უფლებით იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG