Accessibility links

logo-print

ეგვიპტის „მუსლიმთა საძმოს“ სამი წევრი სასმართლოზე წარსდგება


ეგვიპტის პროკურატურამ დემონსტრანტების მკვლელობის პროვოცირებაში ბრალი წაუყენა და სასამართლო გადასცა „მუსლიმთა საძმოს“ სამი ხელმძღვანელი პირი საქმე. ოთხშაბათის დადგენილება, ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია ხელისუფლების ძალისმიერ ქმედებებში, რომელიც 3 ივლისის შემდეგ ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან პრეზიდენტ მოჰამედ მორსის დამხობას მოჰყვა. სასამართლოს განიხილავს მიმალვაში მყოფი ისლამისტური ორგანიზაციის ლიდერი მოჰამად ბადიეს, მისი მოადგილე ხაირათ ელ შატერისა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის რაშად ბაიოუმის საქმეებს. მათ ბრალი ედებათ რვა დემონსტრანტის მკვლელობის პროვოცირებაში, რაც „მუსლიმთა საძმოს“ კაიროს შტაბ-ბინასთან გასულ თვეში მოხდა. იმავდროულად, ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მოუწოდა პოლიციას „ყველა ზომა“ იხმაროს იმისათვის, რათა შეწყდეს მორსის მომხრეთა აქციები, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
XS
SM
MD
LG