Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ეკონომიკური ვარდნის გამო მთავრობას აკრიტიკებს


„11-პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა მართლაც მსოფლიო რეკორდია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "საქსტატის" მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიზნესი ჩერდება, საცალო ვაჭრობაში ყოველდღიური პრობლემებია, ბიუჯეტში დაიწყო დიდი გარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს ხელფასებისა და პენსიების დარიგების პრობლემა შეიქმნება. "საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკაში საკუთარი კაპიტალის ჩადებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG