Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ახალ მისამართზე იმუშავებს საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების ოფისები


საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მომსახურების ოფისები დღეიდან ახალ მისამართზე იმუშავებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები , დიდუბის საგამოფენო პავილიონის ნაცვლად, (წერეთლის 118), 2013 წლის 1 აგვისტოდან მოქალაქეებს მოემსახურება შემდეგ მისამართზე: 1. საბურთალოს რაიონი - საბურთალოს ქ. N32; 2. ისანი-სამგორის რაიონი; ქეთევან წამებულის ქ N47; ბოჭორმის N8. 3. ვაჟა ფშაველას IV კვ. I კორ. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.
XS
SM
MD
LG