Accessibility links

ლიბიის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა კადაფის ყოფილ თანაგუნდელს


ლიბიის სასამართლომ მუამარ კადაფის მმართველობის დროს პოსტზე მყოფ განათლებისა და ინფორმაციის მინისტრს აჰმედ იბრაჰიმს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს ეროვნული უსაფრთხოების დარღვევასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ორგანიზებაში. განაჩენი ახლა ლიბიის უზენაესმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. ბიბისის კორესპონდენტი ტრიპოლიდან იტყობინება, რომ ეს არის პირველი სასიკვდილო განაჩენი კადაფის თანამებრძოლებს შორის. რამდენიმე ბრალდებული განაჩენის მოლოდინშია, მათ შორისაა კადაფის შვილი სეიფ ისლამი.
XS
SM
MD
LG