Accessibility links

აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი: მენინგმა აშშ-ავღანეთის ურთიერთობებს საფრთხე შეუქმნა


ვიკილიქსის მიერ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობებში დაძაბულობა შეიტანა, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილმა გენერალმა რობერტ კარმა. კარის სიტყვებით, დოკუმენტებში, რომელიც რიგითმა ბრედლი მენინგმა ვიკილიქსს გადასცა, დასახელებული იყო ასობით ავღანელის ვინაობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილნი, რამაც მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. კერი ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იკვლევდა ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებისგან მიყენებულ ზარალს. მას შემდეგ, რაც მენინგი ჯაშუშობასა და კიდევ 19 პუნქტში დამნაშავედ ცნეს მენინგს 136 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მენინგმა დაადასტურა, რომ სწორედ მან გადასცა ვიკილიქსს დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG