Accessibility links

logo-print

კაიროში გრძელდება მურსის მხარდამჭერების აქცია


მიუხედავად ეგვიპტის დროებითი მთავრობის მიერ გამოცემული ბრანებისა, რომელიც დემონსტრანტების დაშლას გულისხმობს, კაიროში კვლავაც გრძელდება ეგვიტის გადაყენებული პრეზიდენტის მურსის მხარდამჭერების აქციები. ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმანთა საძმო“ აცხადებს, რომ მურსის მხარდამჭერებს სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა მჯდომარე აქციების გამართვა. მოძრაობის წარმომადგენლის, ესამა ერიანის თქმით, არსებობს სერიოზული სისხლისღვრის საშიშროება, თუკი სამართალდამცავები დროებითი მთავრობის მიერ მიღებული ბრძანებულების სისრულეში მოყვანას გადაწყვეტენ. ამასთანავე, ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია დემონტრანტებს ნელ-ნელა დაშლის. რამდენიმე ხნით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს მოუწოდა პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას.
XS
SM
MD
LG