Accessibility links

აშშ და პაკისტანი სტრატეგიულ დიალოგს განაახლებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი განაახლებს უსაფრთხოების საკითხებზე „სტრატეგიულ დიალოგს“ პაკისტანთან. კერიმ ეს განცხადება გააკეთა ისლამაბადში, პაკისტანის საგარეო ურთიერთობათა საკითხების მრჩეველთან, სარტაი აზიზთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯონ კერის თქმით, ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ბოლოს მოუღებენ მათ შორის უთანხმოების გამომწვევ საკითხებს. ამ საკითხებს შორის სახელდება ექსტრემისტების მიერ პაკისტანის ტერიტორიის თავშესაფრად გამოყენება და შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების რეიდები, რომლებიც პაკისტანში ექტრემისტების წინააღმდეგ არის მიმართული. ისლამაბადში ვიზიტისას, ჯონ კერი შეხვდა პაკისტანის ახალ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფსაც და ის მიიწვია ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შემოდგომაზე შესახვედრად.
XS
SM
MD
LG