Accessibility links

logo-print

ამერიკელი კანონმდებლები ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას მიემხრნენ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 400 წევრი მიემხრო კანონპროექტს. წინააღმდეგი იყო 20 კანონმდებელი. სანქციების კანონპროექტით გათვალისწინებული გამკაცრების შედეგად, ირანიდან ნავთობის ექსპორტი დღეში, დაახლოებით, მილიონი ბარელით შემცირდება. მიზანია, რომ 2015 წლამდე დასრულდეს ირანიდან ნავთობის ექსპორტი. კანონპროექტი ითვალისწინებს დიდ ჯარიმებს მესამე ქვეყნებში მოქმედი კომპანიებისათვის, რომლებიც არ შეასრულებენ სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სანქციების მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოღებაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანის უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG