Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენს რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიენიჭა


შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის რუსი ადვოკატის განცხადებით, სნოუდენმა დატოვა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი, რომლის სატრანზიტო ზონაშიც თვეზე მეტი იმყოფებოდა. ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სნოუდენს მიენიჭა დროებითი - ერთი წლით - თავშესაფარი რუსეთში და ამის დამადასტურებელი საბუთების მიღების შემდეგ, დღეს დატოვა აეროპორტი. კუჩერენას თქმით, სნოუდენის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებულ შტატებს სნოუდენზე ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც სნოუდენმა გაავრცელა ინფორმაცია თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG