Accessibility links

logo-print

ზიმბაბვეში არჩევნების ადგილობრივი მეთვალყურეები „სერიოზულ დარღვევებზე“ საუბრობენ


ზიმბაბვეში არჩევნების ადგილობრივი მეთვალყურე ორგანიზაციის შეფასებით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა „სერიოზული დარღვევებით“ ჩაიარა. ზიმბაბვეს არჩევნების მხარდამჭერი ქსელის თავმჯდომარე, სოლომონ ზვანას განცხადებით, მილიონამდე ამომრჩეველს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ ამომრჩევლების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს ქალაქებში, რომლებშიც დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს კონკურენტი, პრემიერ-მინისტრი მორგან ცვანგირაი და მისი პარტია. ცვანგირაიმ არჩევნებს ფარსი უწოდა მაშინ, როცა მოქმედ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს პარტიის წარმომადგენლები მუგაბეს აშკარა გამარჯვებაზე საუბრობენ. 89 წლის მუგაბე 33 წელია, დგას ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG