Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აზერბაიჯანის დელეგაცია სტუმრობს


შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვს შეხვდა. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვის და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური, საპასუხო, ორდღიანი ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვის ხელმძღვანელობით 1 აგვისტოს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსები, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ბათუმსაც ეწვევა.
XS
SM
MD
LG