Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი უდალცოვს შინა პატიმრობის ვადა გაუგრძელეს


მოსკოვში სასამართლომ შინა პატიმრობის ვადა გაუგრძელა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორ სერგეი უდალცოვს. ვადის მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელებით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა. პროკურორი აცხადებს, რომ უდალცოვი, თავისუფლად გადაადგილების შემთხვევაში, მტკიცებულებების განადგურებას და მოწმეებზე ზემოქმედებას შეძლებდა. ხოლო ოპოზიციონერის ადვოკატების შეფასებით, უდალცოვისათვის შეფარდებული შინა პატიმრობა მეტისმეტად მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. უდალცოვს წაყენებული აქვს მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის მაისში მასობრივი არეულობების ორგანიზება. საქმე ეხება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უდალცოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქურება.
XS
SM
MD
LG