Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალებული თენგიზ გუნავა რწმუნებულის პოსტზე აღადგინა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ შეწყალებული თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა უმცირესობის წევრებისა და გუბერნატორების შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, ის გუნავას შეწყალებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებულ უარყოფით განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "იმ პარლამენტს, რომელმაც გაუშვა და შეიწყალა პედოფილები, უამრავი მკვლელი, ნარკობარონები", კრიტიკული შეფასებების გამოთქმის უფლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა. პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს, - ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა.
XS
SM
MD
LG