Accessibility links

სენატმა გაეროში აშშ-ის ელჩი დაამტკიცა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა. სენატორებმა გაეროში ელჩად დაამტკიცეს სამანთა პაუერი, 87 - მომხრე, 10-ი - წინააღმდეგი. ბარაკ ობამას ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი და უფლებადამცველი გაეროში ელჩის პოსტზე სიუზან რაისს ცვლის. სიუზან რაისი ახლა პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ხუთშაბათს სენატმა სხვა პირებზეც მიიღო გადაწყვეტილებები: არმიის გენერალ მარტინ დემპსი კიდევ ორ წელიწადს დარჩება აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელად, ადმირალი ჯეიმს ვინეფელდი კი - მის მოადგილედ, ჯეისონ ფერმანი დაამტკიცეს ბარაკ ობამას ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდოამრედ.
XS
SM
MD
LG