Accessibility links

სენატორი მაკკეინი: დროა, ფუნდამენტურად გადაისინჯოს პუტინის რუსთთან ჩვენი ურთიერთობა


ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის აზრით, შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის ყველა პროგრამა და მიმართოს ზომებს ნატოს გაფართოების მორიგ ეტაპზე გადასასვლელად. მაკკეინის მოწოდებით, ნატოს გაფართოების ეს ეტაპი საქართველოსაც უნდა. ჯონ მაკკეინის ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომ რუსეთმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორ ედვარდ სნოუდენს, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. რუსეთში მისთვის თავშესაფრის მინიჭებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა შეერთებულ შტატებში. „დროა, ფუნდამენტურად გადაისინჯოს პუტინის რუსთთან ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა, რომლის აზრითაც, სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა „ყველა ამერიკელისათვის სილის გაწვნა“ იყო. ის გამოდის ასევე მოწოდებით, გაიზარდოს „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილი რუსი ოფიციალური პირების სია. ამ პირების მიმართ შეერთებული შტატები სანქციებს ახორციელებს მოსკოვის ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან მათი კავშირის გამო.
XS
SM
MD
LG