Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის თქმით, პაკისტანში მალე დასრულდება აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების რეიდები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ „ძალიან, ძალიან მალე“ დასრულდება პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების რეიდები. კერიმ პაკისტანის ტელევიზიასთან ხუთშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უპილოტო თვითმფრინავების პროგრამა დასრულდება, რადგან საფრთხის უდიდესი ნაწილი ლიკვიდირებულია. კერის ეს დაპირება მოჰყვა ისლამაბადში მის იმავე დღის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები და პაკისტანი ცდილობენ, მოაგვარონ მათ შორის უთანხმოების გამომწვევი საკითხები. ამ საკითხებს შორის არის შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების რეიდები, რომელთაც პაკისტანში ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG