Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 9 ოქტომბრისთვის დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები


აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები 9 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მესამე ხუთწლიანი ვადით აქვს წამოყენებული თავისი კანდიდატურა. ის პირველად 2003 წელს აირჩიეს პრეზიდენტად, მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ. კონსტიტუციაში 2009 წელს შეტანილი ცვლილებით, გაუქმდა აზერბაიჯანში პრეზიდენტობის ორი ვადით შეზღუდვის წესი. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები და უფლებადამცველები ალიევს ნეპოტიზმში, კორუფციაში და ოპონენტების მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებენ. ოპოზიციამ პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი აირჩია - სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
XS
SM
MD
LG