Accessibility links

სამართალდამცველებმა 1 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს


შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1960 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე დააკავეს. იმავე წყაროს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა პოლიეთილენის პარკში 2 შეკვრად დაფასოებული ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. თურქეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG