Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის შენობაში ხელყუმბარა ააფეთქეს


გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ამავე განყოფილების შენობის დაზიანების და პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული უშანგი თ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს - იტყობინება შს სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, 2013 წლის 2 აგვისტოს, ღამის საათებში, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე პირველი განყოფილების შენობაში შევიდა და მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა. წინასწარი მონაცემებით, უშანგი თ. - რომელიც წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი - ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG