Accessibility links

logo-print

”საქსტატმა” დეფლაცია დააფიქსირა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის ივლისში 2012 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,2 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2013 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -1,3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ივლისში შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%–ით, ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე 1,6%-ით, ხოლო ტრანსპორტზე 2.9%-ით შემცირდა. თუმცა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაგალითად ჯანდაცვაზე ფასები 5.6%-ით გაიზარდა, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების სეგმენტზე 3.9%–ით იმატა, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 2,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG