Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუგებრობას იწვევს ისრაელზე განცხადება, რომელიც ირანის მომავალმა პრეზიდენტმა გააკეთა


ირანის პრეზიდენტად არჩეულმა ჰასან როჰანიმ გააკეთა ისრაელზე განცხადება, რომელიც გაუგებრობას იწვევს. ირანის საინფორმაციო სააგენტოების, "ისნას" და "მერის" ცნობებით, როჰანიმ თქვა, რომ „სიონისტური რეჟიმი მრავალი წელია, არის ჭრილობა ისლამური სამყაროს სხეულზე და საჭიროა ჭრილობის მოცილება". მაგრამ როჰანის ამ განცხადების ამსახველ ვიდეოჩანაწერში არ ისმის ფრაზა "საჭიროა ჭრილობის მოცილება". ამ საკითხზე როჰანიმ, რომლის პრეზიდენტად ინაუგურაციაც 4 აგვისტოს ჩატარდება, ჟურნალისტებთან ისაუბრა თეირანში, იერუსალიმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მისი განცხადების თარგმანს, რომელიც ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურში მომზადდა: „ჩვენი რეგიონის სხეულზე ძველი ჭრილობაა - პალესტინისა და იერუსალიმის წმინდა მიწების ოკუპაციის ჩრდილში“, განაცხადა ირანის მომავალმა პრეზიდენტმა. როცა გავრცელდა თარგმანის ვერსია, რომელშიც საუბარია ჭრილობის (ამ შემთხვევაში, სიონისტური რეჟიმის) მოშორებაზე, მას უმალ მოჰყვა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეაქცია. ნეთანიაჰუს თქმით, როჰანის სიტყვები მის "ნამდვილ სახეს" გვანახებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია "პრესს TV" ირწმუნება, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა დაამახინჯეს როჰანის მიერ წარმოთქმული ფრაზა.
XS
SM
MD
LG