Accessibility links

კვირას იხურება აშშ-ის დიპლომატიური მისიები ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში


შეერთებული შტატების განცხადებით, კვირას დაიხურება მისი დიპლომატიური მისიები ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში. ამავე დროს ვაშინგტონი აცხადებს მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ საელჩოებსა და საკონსულოებს ხურავს „უსაფრთხოების მოსაზრებებიდან“ გამომდინარე. ხოლო პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოვიდა განცხადებით, რომ კვირას საფრთხე უკავშირდება მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტულმა ქსელმა ალ-ყაიდამ და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ამ მომენტიდან აგვისტოს მიწურულამდე პერიოდში თავდასხმების განხორციელებისაკენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერაქტის საფრთხე განსაკუთრებით მწვავეა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოწოდება ძალაში დარჩება 31 აგვისტომდე.
XS
SM
MD
LG