Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურსის მომხრეებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს


ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეებმა კაიროში საპროტესტო აქციის მესამე ცენტრი გახსნეს, მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა დაეცალათ ქუჩები. მჯდომარე აქცია კაიროს აეროპორტის სიახლოვეს იმართება. დღესვე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც კაიროს შემოგარენში, ტელევიზიების შტაბ-ბინაში სცადეს შეჭრა. ამ ინციდენტს წინ უძღოდა პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ გამართული აქცია. მურსი არმიამ 3 ივლისს გადააყენა და მისი მომხრეები აქციებს მას შემდეგ მართავენ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაიროში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი. სამინისტროს ცნობით, ბერნსი შაბათს მოლაპარაკებას გამართავს ეგვიპტის დროებით საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნაბილ ფაჰმისთან.
XS
SM
MD
LG