Accessibility links

ირანში იწყება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესი


ირანში იწყება ღონისძიებები პრეზიდენტად ჰასან როჰანის ინაუგურაციასთან დაკავშირებით. დღეს როჰანი ხვდება ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის, რომელიც მას ოფიციალურად დაამტკიცებს პრეზიდენტის პოსტზე. ირანის კონსტიტუციით, არჩევნებში გამარჯვებული პირი პრეზიდენტი ხდება უზენაესი ლიდერის მიერ დამტკიცების შემდეგ. ნათელი არ არის, გამოვლენ თუ არა სიტყვით როჰანი, ან პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი შაბათის ცერემონიის დროს. როჰანი კვირას დადებს ერთგულების ფიცს ირანის პარლამენტის წინაშე, უცხო ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების თანდასწრებით.
XS
SM
MD
LG