Accessibility links

logo-print

ავღანეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის საკონსულოსთან აფეთქების შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ინდოეთის საკონსულოსთან დანაღმული ავტომანქანით, სავარაუდოდ, თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ინციდენტი აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოათავსეს 22 დაჭრილი. ოფიციალური პირის განცხადებით, დანაღმული ავტომანქანა ინდოეთის საკონსულოსთან ბარიერს შეეჯახა და აფეთქდა. საკონსულოში მყოფი დიპლომატები არ დაშავებულან. თალიბანი უარყოფს ამ თავდასხმასთან კავშირს.
XS
SM
MD
LG