Accessibility links

logo-print

ირანის უზენაესმა ლიდერმა პრეზიდენტად დაამტკიცა ჰასან როჰანი


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტად დაამტკიცა ჰასან როჰანი. ირანის კონსტიტუციით, არჩევნებში გამარჯვებული პირი პრეზიდენტი ხდება უზენაესი ლიდერის მიერ დამტკიცების შემდეგ. ამდენად, უკვე დაიწყო როჰანის პრეზიდენტობის ოთხწლიანი ვადა. ის კვირას დადებს ერთგულების ფიცს ირანის პარლამენტის წინაშე, უცხო ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების თანდასწრებით. 64 წლის როჰანი ისლამური რესპუბლიკის რიგით მეშვიდე პრეზიდენტია. ამ პოსტზე მან მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეცვალა. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც როჰანიმ გაიმარჯვა, წელს, ივნისში ჩატარდა.
XS
SM
MD
LG