Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ არჩევნების მეორე ტურში გავა


საქართველოს პარლამენტის წევრი, კობა დავითაშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა. ამ საკითხზე მან შაბათს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დავითაშვილმა 2 აგვისტოს გააკეთა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილების იმპულსად იქცა ბაჩო ახალაიასა და ”მისი თანამზრახველების” მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. შაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ თემებს შორის იქნება შრომის კოდექსის შეცვლა, რადგან დამტკიცებული კოდექსი, მისი აზრით არ შეესაბამება, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს.
XS
SM
MD
LG