Accessibility links

logo-print

ერაყში თავდასხმებმა 19 ადამიანი შეიწირა


ერაყში თავდასხმების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მიმართული იყო მაღალი რანგის სამხედრო პირის, გენერალ ლეიტენანტ აბდულ-ამირ ალ-ზაიდის კორტეჟის წინააღმდეგ ქალაქ ადეიმთან, ბაღდადის ჩრდილოეთით 100-მდე კილომეტრში. გენერალი არ დაშავებულა, მაგრამ დაიღუპა მისი ექვსი მცველი, დაიჭრა ოთხი.
XS
SM
MD
LG